Tuesday, November 17, 2009

საუკუნო საგზალი

ილია ჭავჭავაძე, გაბრიელ ეპისკოპოსი, ექვთიმე თაყაიშვილი.
სასწავლო პროექტის მნიშვნელობა-აქტუალობა.
მოსწავლეები გაიხსენებენ რა იციან ამ სამი დიდი პიროვნების შესახებ, მიმოიხილავენ ეპოქას და იმ ეპოქებისთვის დამახასიათებელ პრობლემებს. შეადარებენ საუკუნეებს და ისაუბრებენ, რა პრობლემაა, რომელიც ყველა საუკუნეს ახასიათებს,ყველა საუკუნეში აქტუალურია.მოძებნიან პრობლემის გადაჭრის გზებს.
პროექტის მიზანი: მოკვლეული იქნას მასალები ილიას, გაბრიელსა და ექვთიმეზე,გამოკვლეული იქნას მათი მოღვაწეობის პერიოდები.
ესგ: სტანდარტი IX




ინდიკატორები:


შეფასების კომპონენტები: პრეზენტაცია, მოდელირება.
პრობლემების გადაჭრის გზები
ორგანიზება
მოდელირება
ისტ-ის გამოყენება
კომუნიკაცია

საჭირო რესურსები: სახელმძღვანელოები ისტორიულ და ლიტერატურულ ჭრილში, აუდიო და ვიდეო მასალა,ინტერნეტი.
მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას დამუშავებასა და ორგანიზებას. ჩემი, როგორც მასწავლებლის როლი იქნება მიმართულების მიცემა,წიგნის ავტორების დასახელება და ზემდგომ ინსტანციებზე გასვლა.

ძირითადი აქტივობები და სტრატეგიები:
კითხვარის შერჩევა
საპროექტო ჯგუფი: IX კლასი
პროექტის გეგმის შედგენა
ჯგუფებში მოვალეობების გადანაწილება
აქტივობების განხორციელება
პრეზენტაცია
პროექტის შემაჯამებელი შეფასება - მოსწავლეთა საანგარიშო მოხსენება
დრო: 3 თვე

No comments:

Post a Comment